ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
 ბიზნესომბუდსმენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
1 თებერვალი, 2018, 13:18
 ბიზნესომბუდსმენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისი (GBC) - 2018 წლის 2 თებერვალს, 12:00-ზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდება.  

ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის, დაესწრებიან პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები როგორც თბილისიდან, ასევე, რეგიონებიდან.

შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართავს, განმარტავს საქმიანობის მთავარ პრინციპებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მოგვიანებით კი საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება. ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები