ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
სებ-მა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა
1 თებერვალი, 2018, 12:46
სებ-მა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა

თბილისი (GBC) -  ეროვნულმა ბანკმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

"ეროვნული ბანკისთვის ნამდვილად საამაყო იყო ამ პროექტზე მუშაობა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო მთელს ამიერკავკასიაში და მის დამაარსებელ ივანე ჯავახიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო განათლების, პროგრესისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლო. საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს უნივერსიტეტს 100 წლის იუბილეს და ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტის წარდგენისას.

უნივერსიტეტის რექტორმა თსუ-ს პირველობაზე აღნიშნა, თქვა, რომ ის  მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 %-ში შედის (/The U.S. News&World Report - Best Global Universities Ranking/ (2017 წ.).

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასი წლის მანძილზე 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია არამარტო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტელებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან უნივერსიტეტის დაარსება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და წინაპირობა იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალაზრისით. მოხარულები ვართ, რომ ამ თარიღს უკავშირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება", -  განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის  დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა დღეიდან, პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით

 

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე  გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა "ხუთი ლარი".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დატანილია წარწერები - "საქართველო", "GEORGIA",  "1918“ , „2018" და "5 ₾".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები