| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს 24 პროცენტიანი ზრდა და ორივე მიმართულებით როგორც საქართველოდან ბელარუსის მხარეს, ისე პირიქით, ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას. ამავე დროს, 50 პროცენტით გაიზარდა საქართველოდან ბელარუსში ექსპორტი" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის წარმატებით დასრულების შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ მინსკში ქართული ფორმატის მაღაზია გაიხსნება.
"თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა ბელარუსული მაღაზიები, რომელთაც „ბულბაში“ ჰქვიათ. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამავე დროს, დაგეგმილია მინსკშიც გახსნას ქართული ფორმატის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული პროდუქცია და სუვენირები. ეს, ერთი მხრივ, არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ბელარუსის ბაზარზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss