ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესდავების პლატფორმის დახვეწა ბიზნესომბუდსმენის მთავარი საზრუნავია
ნინო შუბითიძე
31 იანვარი, 2018, 14:46
ბიზნესდავების პლატფორმის დახვეწა ბიზნესომბუდსმენის მთავარი საზრუნავია

თბილისი (GBC) - ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ბიზნესის პრობლემების მოგვარებას ბიზნესდავების თემით იწყებს.

ირაკლი ლექვინაძეს მიაჩნია, რომ წლობით გაჭიანურებული დავები ბიზნესს დიდი დანაკარგების წინაშე აყენებს.

გამოსავალს ლექვინაძე ბიზნესდავების განხილვის პლატფორმის დახვეწაში, შესაბამისი წარმატებული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებში ხედავს, რა მიმართულებითაც აქტიური იქნება ომბუდსმენის ინსტიტუტი.

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ სისტემის ოპტიმალურად მოწყობა უნდა მოხდეს, რომ საქმეების სიმრავლემ დროული გადაწყვეტილებების მიღებას ხელი არ შეუშალოს.

პარასკევიდან ბიზნესომბუდსმენი აქტიური შეხვედრების დაწყებას აანონსებს, რა დროსაც,  არამხოლოდ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, არამედ მედიას და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს შეხვდება.

ის ბიზნესს ყველა წახნაგიდან უყურებს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს მცირე ბიზნესს,  იმ სეგმენტს, რომელსაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან.

მედიასთან მან მიმდინარე საკითხებსა და რეფორმებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ელის საპენსიო რეფორმის საკითხის მოგვარებას და  მიიჩნევს, რომ ამ დისკუსიამ პოლიტიკურიდან პროფესიონალურ ჭრილში უნდა გადაინაცვლოს-  ბიზნესს გაჟღერებული აქვს თავისი პოზიცია, რომელიც რეფორმის ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები