ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფინანსთა მინისტრი  სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
31 იანვარი, 2018, 13:34
ფინანსთა მინისტრი  სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. 

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის  ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში,  აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან. 

დღესვე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ ორგანიზებულ ღია ბიუჯეტის კვლევების შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციას, სადაც ფინანსთა მინისტრს და ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პანელურ დისკუსიაში და ისაუბროს რეფორმის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები