| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კახა კალაძე მუნიციპალური სამსახურების მიერ დაკვეთილი სამუშაოების კონტროლის სისტემის ცვლილებას აანონსებს.
მერი ამბობს, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის კონტროლს, ამიტომ ახალი, უფრო ეფექტიანი რეგულაციები შემუშავდება.
"ამ მიმართულებით სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, უბრალოდ მინდა გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში - 2 კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და კონტროლი ეფექტური გახდეს. ჩვენ გვჭირდება მოდელი და სისტემა, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი მოხდება უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით. მას შემდეგ, რაც მოხდება მისი მიღება, კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდება და მომავალში დაზღვეულები ვიქნებით ისეთი შემთხვევებისგან, რაც გუშინ მივიღეთ,"- განაცხადა კალაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss