| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „ყვარელრემმშენის" დამფუძნებელი მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზს ასახელებს.
5 საათიანი დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი ჯოხარაძემ მედიას განუმარტა, რომ შეკიდული ჭერის დამონტაჟება დამკვეთთან შეთანხმებული იყო, ამასთან, დამკვეთის მოთხოვნით, შეკიდული ჭერის კონსტრუქცია რეაბილიტაციამდე არსებულ კარკასზე დამონტაჟდა, რომლის სიმტკიცეზე თბილისის მერიას ექსპერტიზის დასკვნა ჰქონდა.
„არსებული ძველი კონსტრუქცია მოიშალა და მაგან წამოიღო დანარჩენი ახალი კონსტრუქცია. დატოვეს, ასე იყო პირობებში, ძველ კონსტრუქციაზე უნდა გაგვეკეთებინა ახალი კონსტრუქცია,“ - განაცხადა გიორგი ჯოხარიძემ.
ის მიიჩნევს, რომ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რომლებმაც ძველი კონსტრუქციის სიმყარის შესახებ ექსპერტიზა დადო.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერი დილით ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss