ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სასტუმრო Four Seasons -ისთვის შექმნილ პროექტს  საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს
30 იანვარი, 2018, 16:59
სასტუმრო Four Seasons -ისთვის შექმნილ პროექტს  საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს

თბილისი (GBC) - თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილი შენობა სავარაუდოდ დაინგრევა და მის ადგილას სასტუმრო აშენდება.

ტერიტორია  Georgian Airways-ის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს ეკუთვნის. პროექტმა კი, რომლის მიხედვით ახალი სასტუმრო  უნდა აშენდეს, არქიტექტორ   შალვა მიქელაძეს ეკუთვნის. წინაწარი მონაცემებით, სასტუმროს მართვას Four Seasons-ი ბრენდით გაიხსნება. 

პროექტს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში სპეციალურ საბჭოზე მოიწონეს ხელოვნებადმცოდნე თამარ ამაშუკელი აკრიტიკებს.

„წარმოუდგენელი ამბავია, წარმოუდგენელიიიიიი!!! წინასწარი შეთანხმება პროექტმა ერთხმად!!! დაიმსახურა!!! საბჭოს 6 წევრმა ერთხმად მოიწონა ეს პროექტი შენიშვნების გარეშეეეე!!! არქიტექტორი შალვა მიქელაძეა“, - წერს ამაშუკელი Facebook-ში თავის გვერდზე.

„პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამაშუკელმა აღნიშნა, რომ პროცესის დაწყებამდე გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო და თუ „სათანადო რეაქცია მოჰყვა ხალხისგან და ქალაქის მთავრობაში ეს დაინახეს, შესაძლებლობა აქვთ რომ შეაჩერონ."

ხელოვნებადმცოდნე აღნიშნავს, რომ არსებული შენობა ისტორიულია და არსებობს დამცავი მექანიზმი, რა შეიძლება და რა არა.

შენობის მეპატრონე თამაზ გაიაშვილი კი,  "პირველ რადიოსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ძველი ობიექტის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება, ამასთან უარყოფს იმას, რომ კავშირგაბმულობის სამინისტროს ყოფილ შენობას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები