| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა“, - ასე შეაფასა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობის“ (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ,,ღია ბიუჯეტის ინდექსის“ შედეგები.
რეიტინგის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა და მოექცა ,,სრულიად გამჭვირვალე“ ქვეყნების რიგში ახალ ზელანდიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად.
„ღია ბიუჯეტის ინდექსის“ კვლევას ,,საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა“ საკუთარი კომპლექსური მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ იგი ხორციელდება არა მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით, არამედ ეყრდნობა დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს“, - აღნიშნავს ირაკლი კოვზანაძე.
მისი განცხადებით, 2006 წელს საქართველო ,,ღია ბიუჯეტის ინდექსით“ 34 ქულით 42-ე ადგილს იკავებდა და ,,მინიმალურად გამჭვირვალე“ ქვეყნების რიგში იყო. 2015 წლის კვლევით საქართველო პირველად გადავიდა ,,მნიშვნელოვნად გამჭვირვალე“ ქვეყნების რიგში და 66 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა, ხოლო 2017 წელს 82 ქულით ჩადგა ,,ყველაზე გამჭვირვალე“ ქვეყნების ჯფუფში, სადაც სულ 5 ქვეყანა შედის.
„ჩამოვთვლი საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში ერთობლივად განხორციელებულ რამოდენიმე მნიშვნელოვან რეფორმას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ,,ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხედვით საქართველოს პროგრესის მიღწევა, ესენია: პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა; ფისკალური რისკების ანალიზი; მაკროეკონომიკური პროგნოზების ოპტიმისტური, პესიმისტური და საბაზო სცენარების გასაჯაროება; კვარტალური და წლიური ანგარიშგების პარლამენტში მოსმენის გაუმჯობესება; ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის და პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა და სხვ.“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss