ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს ეწვია
30 იანვარი, 2018, 15:40
ქუმსიშვილი ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს ეწვია

თბილისი (GBC) - ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესზე აფხაზეთის ტერიტორიაზე იმსჯელეს. 

ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს  პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია. 

აფხაზეთში დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილობრივი ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ დირექტორს ასლან ბასარიას და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  საუბარი წარიმართა ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესისა და აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის ტექნიკურ დეტალებზე, აგრეთვე ზამთარში რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისა და 2019 წელს ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოების განხორციელების საკითხებზე. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა აგრეთვე დაათვალიერა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ენგურჰესის ელექტროსადგური და სხვა ენერგო და ჰიდრონაგებობები. მასთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები