ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
 მამუკა ბახტაძე: ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის
30 იანვარი, 2018, 15:19
 მამუკა ბახტაძე: ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის

თბილისი (GBC) - ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის შეფასებისას, სადაც, 82 ქულით საქართველომ მე-5 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.  

„ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, საქართველო მოხვდა ლიდერ ქვეყანათა სიაში, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის კრიტერიუმებს.  ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი თითოეული რეფორმა და ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ დავძლიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევები, როგორიც არის უმუშევრობა და სიღარიბე. აღნიშნულ ინდექსში დაწინაურების შედეგად, ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ეკონომიკაში, დავაჩქაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გუნდს, ყველა საჯარო უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და მივულოცო ეს ძალიან დიდი წარმატება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ საერთაშორისო აღიარება მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები