| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოს ეკონომიკურ ვითარებას სტაბილურს უწოდებს.
მისი აზრით ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მნიშვნელოვანწილად ბიზნესი ქმნის, რადგან ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი ფაქტორი სწორედ ბიზნესის სიძლიერეა.
„ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, არ არსებობს თავისუფლება“, - მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით, ბიზნესმენი მთავრობის გადამწყვეტ როლთან ერთად, ბიზნესის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ჭყონიას თქმით, გასული წელი არამხოლოდ მისთვის, არამედ მისი კოლეგა - მცირე და საშუალო ბიზნესმენებისთვის ერთ-ერთი კარგი წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წელი მეტნაკლებად მდორედ მიმდინარეობდა, მაინც „ცუდი წელი არ იყო“.
„2018 წელს მეტად ოპტიმისტურად შევხვდი, წელი კარგად დაიწყო და აქტივობებიც შესაბამისადაა დაგეგმილი“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
ჭყონია ტურიზმის განვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ტურისტების ზრდასთან ერთად, ქვეყანაში გაიზრდება ქვეყნისთვის „ხარისხიანი ტურისტები“, რომელსაც უფრო მაღალი მოთხოვნილებები აქვს, ეს კი შესაბამისად, ქვეყნის ტურიზმის სფეროს განვითარებაში დაეხმარება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად, ყოფილი დსთ-ის ქვეყნებიდან ჩამოდიან ტურისტები, მხარჯველებიც არიან, თუმცა, მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვა განვითარებული ქვეყნებიდანაც, რაც ქვეყანაში შექმნის მაღალი დონის სერვისს, რომელიც ყველა სეგმენტისთვის შესაბამისი იქნება.
ბიზნესმენის სტრატეგიულ განვითარებაში ჯერ-ჯერობით ტურიზმის სფერო ნაკლებადაა წარმოდგენილი, მათ შორის მისმა სურვილმა - ქობულეთი-ბათუმის საბორნე მიმოსვლამ, შემდგომ წლებში გადაინაცვლა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss