ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კალაძე: მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტს
30 იანვარი, 2018, 11:33
კალაძე: მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტს

თბილისი (GBC) - ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს, - აცხადებს თბილისის მერი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერი ჩამოინგრევის ფაქტზე. 

მისი თქმით, 11 -ვე დაშავებული გადაყვანილია ჰოსპიტალებში, ადგილზე ელიან კრიმინალისტებს და ფაქტის გამოძიება მოხდება.  

"ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი.  ყოველთვის ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მშენებლობებს,  მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტს", - განაცხადა კალაძემ. 

მერის ინფორმაციით, ამავე კომპანიას  სამუშოები აქვს ჩატარებული მეტრო "ახმეტელზე" და დღესვე დაიწყება გადამოწმება მის მიერ შესრულებული სამუშაოების. 

შეგახსენებთ, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამოშლის გამო 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 პატრულის თანამშრომელია. 

მეტროსადგური "ვარკეთილის" რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში  დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები