| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამოშლის გამო 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 პატრულის თანამშრომელია.
დაშავდა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში.
დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერიც.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. აღსანიშნავია, რომ მეტროსადგური "ვარკეთილის" რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
თბილისის მერიამ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
სამშენებლო სამუშაოები „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss