ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები RMG-ის სტიპენდიას მიიღებენ
29 იანვარი, 2018, 16:33
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები RMG-ის სტიპენდიას მიიღებენ

თბილისი (GBC) - კომპანია RMG საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს.

საუკეთესო 11 სტუდენტი კომპანიისგან 1 წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებს.

სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დაგეგმილ შეხვედრაზე RMG-ის წარმოების, კორპორაციული და გარემოს დაცვის დირექტორები პირადად გაესაუბრნენ სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს და მათგან საუკეთესოების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.

1 წლიანი სტიპენდიის გარდა, RMG-ის სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებს 2018 წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა   გაიარონ კომპანიის კუთვნილ ობიექტებსა და საწარმოებში.

RMG-ის 11 სტიპენდიანტს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად მხარდაჭერას, კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული კომისია უახლოეს დღეებში გამოავლენს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები