ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
AMS Airlines  ქართულ ავიაციაში არსებულ დარღვევებზე რუსთავი -2 -ის სიუჟეტს პასუხობს
29 იანვარი, 2018, 15:42
AMS Airlines  ქართულ ავიაციაში არსებულ დარღვევებზე რუსთავი -2 -ის სიუჟეტს პასუხობს

თბილისი (GBC) – ავიაკომპანია AMS Airlines  ქართულ ავიაციაში არსებულ დარღვევებზე რუსთავი -2 -ის სიუჟეტს პასუხობს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა P.S-ში გასულ სიუჟეტს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების შესახებ, რომელშიც საუბარია ქართულ ავიაციაში არსებულ დარღვევებზე - პილოტების ზენორმირებულ მუშაობაზე, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დოკუმენტაციის გაყალბებასა და კორუფციაზე.

ავიაკომპანია ამს ეარლაინსი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მიერ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, არასწორი და არ ასახავს რეალობას. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შებღალვას.

2015-2016 წლებში - პერიოდში, რომელიც ნახსენებია სიუჟეტში, ჩვენი კომპანია ახდენდა მხოლოდ ერთი ერთეული ეარბას 300-ის ტიპის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას.

სიუჟეტში საუბარია სხვადასხვა კომპანიაში  მსგავსი პრობლემის შესაძლო არსებობის შესახებ, მაგრამ განხილულია მხოლოდ ჩვენი კომპანია, რაც ბადებს ეჭვს გარკვეული ინტერესების არსებობის თაობაზე. ჩვენი კომპანიის მიერ ფრენების განხორციელების შესახებ ინფორმაცია ყოველ 10 დღეში მიეწოდება  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. სისტემატურად ხორციელდება მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება და მონიტორინგი ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანიის მიერ საკუთარ ვებგვერდზე სიუჟეტთან ერთად გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია მხოლოდ ჩვენს კომპანიაზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს  გარკვეული ინტერესის არსებობის ეჭვს.

სიუჟეტის მომზადებისას ე.წ. ექსპერტების მიერ გაკეთებული უაპელაციო განცხადებები აშკარად მეტყველებს მათ არაპროფესიონალიზმზე და მიუთითებს მათ შეფარულ ინტერესებზე კონკრეტული პირების საწინააღმდეგოდ.

ინტერვიუში, ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელის მიერ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ წარმოდგენილი დოკუმენტების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაიდან არ არის დატანილი არცერთი კომპანიის ლოგო, ხელმომწერი, პასუხისმგებელი პირის მონაცემები, ან თუნდაც, ვინ დაფრინავდა კონკრეტულ მარშრუტზე, და იყო თუ არა ამ მარშრუტზე ფრენისას რაიმე სახის დარღვევა. იდენტიფიცირების შეუძლებლობა და შესაბამისი მფრინავთა მონაცემების არარსებობა კი, იმთავითვე გამორიცხავს რაიმე სახის დარღვევაზე საუბრის შესაძლებლობას. ავიაკომპანია ამს ეარლაინსი აცხადებს სრულ მზადყოფნას, თუკი იქნება წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტური, ან თუნდაც ისეთი მასალა, რომლის რეალური იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება, დეტალურად გაიაროს ეს საკითხი ნებისმიერ პირთან, თუ სტრუქტურასთან და დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე”, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ცნობით,  ავიახომალდების გადაადგილების ჩანაწერების მიხედვით, რომელიც ანონიმურმა წყარომ პოსტს სკრიპტუმს მიაწოდა, ირკვევა, რომ რამდენიმე ქართული ავიაკომპანია, სავარაუდოდ, უხეშად არღვევს უსაფრთხოების ნორმებს და მფრინავებს ზოგჯერ შეუსვენებლად და ზენორმატიული დატვირთვით ამუშავებს. ეს კი რისკის ქვეშ აყენებს ამ საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასაც და მთლიანად ქვეყნის ავიაციის ბედს.

ერთ-ერთი პილოტის  მიერ გამოგზავნილი ასობით ჩანაწერი, რომელიც 2015-16 წლების პერიოდს მოიცავს, HUB Georgia-ში გაანალიზეს, სადაც დაასკვნეს, რომ ქართული დროშით რეგისტრირებული ხომალდების არც ერთ დარღვევაზე მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რეაქცია არ ჰქონია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები