| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ „უვ პრინტი“ ახალი პოლიგრაფიული საბეჭდი მანქანა-დანადგარი შეიძინა, რომლის ანალოგი არათუ სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს.
ახალი ხაზის შესაძენად კომპანიამ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 530 000 ლარს შეადგენს. სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 2 წლის განმავლობაში სააგენტო „აწარმოე საქართელოში“ განახორციელებს.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვით კომპანია საწარმოო ხარჯების და დროის შემცირება შეძლო, რამაც ახალი სახის პროდუქციის ფასიც ხელმისაწვდომი გახადა.
ახალი ტექნოლოგიური ხაზით, კომპანია შეძლებს ულტრაიისფერი და თეთრი საღებავებით ბეჭდვას ნებისმიერი ფერის ზედაპირზე, როგორიცაა: ქაღალდი, მუყაო, პოლიმერული ფირი, მინა, ლამინატი, ალუმინი და ა.შ. ამასთანავე, აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით, შემცირდება საღებავის 20-25%-ის მოხმარება, ხოლო ბეჭდვის წარმადობა საათში 104 კვ.მ-მდე გაიზრდება.
კომპანიის მიერ წარმოებული ნაბეჭდი პროდუქცია გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებლად გამიზნული სხვადასხვა სარეკლამო თუ დეკორატიული დეტალების დასამზადებლად.
სამომავლო გეგმებს შორის აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრის ათვისებაც შედის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss