ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
დავით იაკობაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რაც რუს ბიზნესმენებს  საზღვარგარეთ  ყურებას აიძულებს
29 იანვარი, 2018, 11:22
დავით იაკობაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რაც რუს ბიზნესმენებს  საზღვარგარეთ  ყურებას აიძულებს

თბილისი (GBC) - მილიარდერი დავით იაკობაშვილი იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც რუს ბიზნესმენებს  საზღვარგარეთ  „ყურებას“ აიძულებს.

რუსულენოვანი Forbes-ის ფურცლებზე წარმოშობით ქართველი მილიარდერი წერს, რომ რუსული საწარმოების დაახლოებით, 80% დღეს სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც  ბიზნესში ჩართვის ინიციატივას არ აჩენს .

„ინიციატივა ყოველთვის აქტიურდება შექმნილი ატმოსფეროს ფონზე. 1990-იან, 2000-იან წლებში რუსეთში გაჩნდა სულ უფრო და უფრო მეტი საწარმო, რომლებიც ისწრაფოდნენ ღია მუშაობისკენ, რომ ყოფილიყვნენ გამჭვირვალენი და საერთაშორისოდ მნიშვნელოვანნი. ეს იყო აღმასვლის პერიოდი. დღეს ჩვენ ქვეყანაში საწარმოების დაახლოებით 80% სახელმწიფოს ხელშია და რა თქმა უნდა, ეს არ აღვიძებს ინიციატივას“, - მიიჩნევს იაკობაშვილი.

მილიარდერი აღნიშნავს, რომ დღეს რუსი ბიზნესმენების თვალები სხვა ქვეყნებისკენ არის მიპყრობილი. კარგი კადრები სამუშაოს  მიდიან იქ, სადაც ინოვაციებს, ინტელექტუალურ განვითარებას და აღმოჩენებს ხელს უწყობენ. „მაგრამ ეს არ არის ხანგრძლივი. უნდა შეიცვალოს, ბუკვალურად, 1 თაობა და ყველაფერი სხვაგვარად მოეწყობა“, - წერს იაკობაშვილი და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა  მაინც იპოვის  თავის ადგილს, მან იცის სად წავიდეს, მის მხრებზე უკვე აღარ არის საბჭოთა წარსული,  სხვაგვარად აღზრდილია და აქვს კოლოსალური უპირატესობა ინფორმაციის მოპოვების კუთხით.

მილიარდერი მიიჩნევს, რომ  ერთხელაც ახალგაზრდებში გაიღვიძებს საკუთარი ბიზნესის შექმნის სურვილი და იმის გაგება, რომ მათი საქმეები "ოქროში" ჩასვამს ქვეყანას. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები