ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინტერ-რაომ ქუმსიშვილს საზღვარგარეთის აქტივების განვითარების სტრატეგია გააცნო
28 იანვარი, 2018, 01:06
ინტერ-რაომ ქუმსიშვილს საზღვარგარეთის აქტივების განვითარების სტრატეგია გააცნო

თბილისი (GBC) - ამ კვირაში საქართველოს რუსული "ინტერ რაოს" დელეგაცია სტუმრობდა, რომლებსაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა უმასპინძლა. 

ვიზიტის მედიაში გაშუქება  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ როგორც ჩანს არ ისურვა.  ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე მცირე ინფორმაცია მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა, თუმცა პრესრელიზი არ გავრცელებულა.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა „ინტერ-რაოს“  ხელმძღვანელობა მიიღო. 

შეხვედრაზე „ინტერ რაო“-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომპანიის საზღვარგარეთის აქტივების განვითარების სტრატეგიაზე, მათ შორის საქართველოში. 
 
მხარეებმა ასევე, განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხები. 

შეეხო თუ არა საუბარი მიმდინარე მრავალმილიონიან საარბიტრაჟო დავას, რომელიც "ინტერ რაომ" საქართველოს წინააღმდეგ გასულ წელს წამოიწყო, უცნობია. სამინისტროს ინფორმაციაში ამაზე არც ერთი სიტყვაა ნახსენები. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები