| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად უკუჩვენება დაუფიქსირდათ, 20 –მდე გაიზარდა.
ფეკალური სინჯების ბაქტერიოლოგიურმა გამოკვლევამ მიკრობ სალმონელას არსებობა დაადასტურა.
"ვინაიდან ყველა მათგანს ერთნაირი კლინიკური ნიშნები ჰქონდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 პაციენტს სალმონელოზი აღენიშნებოდა, თუმცა, საკმაოდ მსუბუქი კლინიკური ფორმებია და დღეს საღამოსთვის, მაქსიმუმ ხვალ შუადღისთვის, უკვე გაეწერებიან ის პაციენტებიც, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულები“, – განუცხადა „კვირას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ლევან ბაიდოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში”, „კარფურში” არსებულ სენდვიჩების განყოფილებას, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss