| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “სილქნეტმა” “ჯეოსელის” შესყიდვის შესახებ განაცხადა.
მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL).
გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია.
დაფინანსება მოხდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით.
ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი “სილქნეტისა” და მობილური ოპერატორი “ჯეოსელის” გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია.
" „სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, “სილქნეტის” ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით", - აცხადებს "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და აღნიშნავს, რომ გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.
კომპანიებმა „ჰულიჰან ლოკი“ (Houlihan Lokey) და „ერნეჰოლმ ჰასკელ“ (Erneholm Haskel) სილქნეტის ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს, ხოლო კომპანია „დენტონსი“ (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.
.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss