ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მურთაზ კიკორიას მეუღლესთან გაყრა 7 მილიონი დაუჯდება
ნინო შუბითიძე      
25 იანვარი, 2018, 17:53
მურთაზ კიკორიას მეუღლესთან გაყრა 7 მილიონი დაუჯდება

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის  საბჭოს წევრები 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციების შევსებას შეუდგნენ.

საქართველოს ბანკის ყოფილ CEO-ს  საჯარო სექტორში დაბრუნების შემდეგ ეს პროცედურა  მეორედ უწევს  და დოკუმენტში  ქორწინების ხელშეკრულებაც ჩნდება. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან  ქორწინების ხელშეკრულებით (22.03.2017) 7.3 მლნ-ის  ვალდებულებას იღებს, თუმცა ხელშეკრულება მოკლევადიანია, ტრადიციული უვადოს ნაცვლად, რაც ქორწინების ამოწურვამდე პერიოდს გულისხმობს, კიკორია-კოღუაშვილის  ხელშეკრულება 1-წლიანია.

მურთაზ  კიკორიას  საბანკო  (თიბისი, ქართუ,საქართველოს ბანკი) ანგარიშებზე  ₾467 000  აქვს, მათ  შორის სახელფასო ანგარიშზე ₾24 322 -ია.  დეპოზიტი არ გაზრდია, 2.1 მლნ-ს  თიბისიში ინახავს, რაც წინა წლის ( 2016)    დეკლარაციაშიც არის  ასახული.

უძრავი და მოძრავი ქონებაც, ოჯახს, წინა წლებში აქვს შეძენილი,  სულ ₾1.7 მლნ-ის, აქედან 1.2 მლნ-ად შეფასებულია  ავტომობილი ( BMW).

ქვეყანაში და  მის ფარგლებს გარეთ საქმიანობით  მოგროვილი ოჯახის   ბიუჯეტი მხოლოდ მისი შემოსავლით შედგება, სულ 8 931 ლარია.  2/12/2016 -31/12/2016  პერიოდში მიღებული თანამდებობრივი სარგო, სებ-ის საბჭოს წევრის (₾6 204) და ვიცე-პრეზიდენტის (₾2 727).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები