ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა
25 იანვარი, 2018, 10:42
 ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

თბილისი (GBC)   -  თბილისის ყოფილი ვიცე-მერი კარიერას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე აგრძელებს. 

 პრემიერ-მინისტრმა ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად უკვე დანიშნა. პოსტი ვაკანტური იყო, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა.  

"ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან ირაკლი ლექვინაძის შესახებაც ისაუბრა, აღნიშნა, რომ პროფესიით ეკონომისტია, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. იყო თბილისის მერის მოადგილე,  სხვადასხვა დროს მუშაობდა არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტად, იყო ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები