| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გახდა.
"დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის არჩევნები გაიმართა. ბიზნესის სკოლის ფაკულტეტის საბჭოს 35-ვე წევრის გადაწყვეტილებით ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძე აირჩიეს. გიორგი ქადაგიძე 2016 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორია. 2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; იგი ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველი და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოს მხრიდან", — აღნიშნულია ბიზნეს სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss