ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმი ახალი ავტობუსებით შეხვდება
24 იანვარი, 2018, 18:32
ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმი ახალი ავტობუსებით შეხვდება

თბილისი (GBC) - ბათუმი მუნიციპალური ავტობუსების პარკს ანახლებს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ამბობს, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. გამარჯვებული კომპანია კი, ზღვისპირა ქალაქს ავტობუსები 6 თვეში მიაწვდის. 

„ტენდერის გამოსაცხადებლად შესაბამისი დოკუმენტაცია ბათუმის მერიის მხრიდან უკვე მზადაა და ის გადაგზავნილია EBRD-ში, საიდანაც საბოლოო პასუხს დღე-დღეზე ველოდებით. ტენდერის გამოცხადებიდან 45 დღეში ალბად გამარჯვებულიც გამოვლინდება და საბოლოო გაირკვევა თუ ვინ იქნება მომწოდებელი“,  - აცხადებს ბადრი ფერტენაძე.

„ბათუმის ავტოტრანსპორის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე ტენდერი დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე გამოცხადდება, ხოლო შემდეგი ელექტრო ავტობუსების შემოყვანაზე.

როგორც ცნობილია, ბათუმის ავტოპარკს  10 ელექტრო და 30-მდე დიზელზე მომუშავე ავტობუსი დაემატება, რისთვისაც 7 მლნ ევრო დაიხარჯება.

ტენდერის ტექნიკური პირობების მიხედვით, ავტობუსი 60 ადამიანზე (ჯდომით და დგომით) იქნება გათვლილი და არსებულთან შედარებით ხარჯის 50%-იან ეკონომიას გააკეთებს. ავტობუსების ფერი ჯერ ცნობილი არ არის.

„ბათუმის ავტოტრანსპორში“ აცხადებენ, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება და ის კვლავინდებურად 30 თეთრი იქნება. ხოლო რაც შეეხება გადახდის წესებს, უკონტაქტო გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვაზე მერია მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკთან“  აწარმოებს.

გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე #1 ხაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტის ჩანაცვლება მოხდება. დაგეგმილია ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებისათვის კიდევ 2 ახალი ხაზის დამატებაც.

ელექტრო ავტობუსების გამოყენება ძირითადად ბათუმი ცენტრალიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისაკენ მიმავალ საავტობუსო ხაზზე მოხდება. ასევე გადაიხედება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მოძრაობის განრიგი და სეზონურობის გათვალისწინებით გახანგრძლივდეს.

ეს არის პირველი პროექტი კავკასიაში ელექტრო ავტობუსების შეძენის კუთხით.პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები