ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა
24 იანვარი, 2018, 16:28
ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძესა და  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

საპარლამენტო ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის  პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში შედგა, რომლის მიზანიც საქართველოსა და სომხეთში საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილე ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.

ირაკლი კოვზანაძემ  და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების  კომიტეტის თავმჯდომარემ გაგიკ მინასიანმა ისაუბრეს მათ ქვეყნებში არსებულ საბიუჯეტო პროცესებზე, ფულად-საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკაზე, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასა და ამ პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობაზე.  

სომხური მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობის საკითხებით და  კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფის საქმიანობით.

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს  საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო ეფექტურად   განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით. 

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ სომეხი კოლეგების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გავეცით პასუხი და შესაბამისად მოვისმინეთ მათი გამოცდილება. ამ მიმართულებით მომავალში მუშაობას  გავაძლიერებთ.  ასევე  დაგეგმილი გვაქვს პარალელური ვიზიტი სომხეთის პარლამენტში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.

შეხვედრას  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის  საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხების  კომიტეტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ,    საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე, კომიტეტის წევრი გოგი მეშველიანი,  GIZ-ის პროგრამის PFM-ის მრჩევლები - ინგა სინჯიკაშვილი და ჰოვანეს მარგარიანცი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები