ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ შენობას დატოვებს
24 იანვარი, 2018, 11:30
ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ შენობას დატოვებს

თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ შენობას აპრილში დატოვებს.

ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თუ უკვე არსებულ შენობებში ყველა თანაშრომლის განთავსება მოხდება, შესაძლოა, სამინისტროსთვის ახალი შენობა არ აშენდეს, თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე კვირაა საჭირო, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირადად ის მუშაობას ამჟამად იუსტიციის სახლში, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროსთვის განკუთვნილ სართულზე აგრძელებს.

„იუსტიციის სახლში ჩვენი სამინისტროს აპარატი მთლიანად ვერ თავსდება, ამიტომ სხვადასხვა შესაძლებლობას და ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის, იმას, რომ დროებით სამინისტრო და სააგენტოები სხვადასხვა შენობებში განვათავსოთ და შემდგომში უკვე ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ყველანი რაიმე ერთ შენობაში გადასვლას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება გარემოს დაცვის ყოფილ შენობას, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს შენობა სრულად დატვირთულია და ის დარჩა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაცია 2015 წელს მოხდა და ის 9 450 000 დოლარად გაიყიდა. ამის შემდეგ სამინისტრო თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10 ნომერში ნაქირავებ შენობაში გადავიდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები