| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აგრარული უნივერსიტეტის სამი სტუდენტის შექმნილი ვაშლის ჩიფსები რეალიზაციაში ჩაეშვა.
საწარმოს ერთ-ერთი შემქმნელის, ნონა ნონიაშვილის განცხადებით, უკვე შევიდნენ ნიკორას სუპერმარკეტების ქსელის 10 ფილიალში, რომელთაგან 8 თბილისშია, ძირითადად საბურთალოზე, ხოლო 2 ბაკურიანში. ამავდროულად კომპანია საკუთარ პროდუქტის ფიტნეს ცენტრებში შეტანასაც გეგმავს, მათ შორის უკვე გაამართლა ვაშლის ჩიფსის ფიტნეს ცენტრ „ოქტოპუსში“ შეტანამ.
ნონა ნონიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მუშაობენ წარმადობის გაზრდაზეც, რის გამოც რეალიზაციიდან მიღებული თანხის რეინვესტირებას ახდენენ. გაფართოვების გეგმის პირველი ეტაპი მთელი თბილისის ათვისებას უკავშირდება.
მისი თქმით, კომპანია შეძლებს გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავებას, დღეს ჰყავთ ერთი მომწოდებელი, რომელსაც მაღალი ხარისხის, ქართული, ერთგვაროვანი ვაშლის ბაღები აქვს. ამის პარალელურად მიდის მუშაობა ვაშლის სხვა ჯიშებისგან ჩიფსის დამზადებაზეც.
“მთავარი არის ის, რომ ვაშლი იყოს ერთგვაროვანი და მაღალი ხარისხის, რათა მიღებული ჩიფსიც იყოს მაღალი ხარისხის და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები”, - აღნიშნავს ნონიაშვილი.
სტარტაპერი სხვა ხილ-ბოსტნეულის ჩიფსების დამზადებასაც ტესტავს, თუმცა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებამდე ჯერ ერთი პროდუქტით სურთ თავის დამკვიდრება.
“განიხილება ექსპორტის პერსპექტივაც, არსებობს ინტერესიც, მათ შორის ერთ-ერთი კონკურსი მოვიგეთ ესტონეთში 2015 წელს, გავედით პირველ ადგილზე და ერთ-ერთი პოტენციურად საექსპორტო ქვეყანა ესტონეთია. თუმცა, ამისთვის წარმადობის ზრდა გვჭირდება, თვეში - მინიმუმ 10,000 ცალი შეფუთვის”, - აცხადებს ნონიაშვილი.
მიზნობრივ ჯგუფებს შორის განსაკუთრებული აქცენტი ბავშვებზე კეთდება.
“შევეცადეთ ბავშვებისთვის არაჯანსაღი პროდუქტი შეგვეცვალა ჯანსაღი ალტერნატივით” - ესაა ე.წ “სნექი” რომლის შემადგებლობაშიც შენარჩუნებია ვაშლის სასარგებლო თვისებები. თუმცა გარდა ბავშვებისა, პროდუქტი ყველა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, მათ შორის მათ შორის მათთვის, ვინც ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესს მიყვება, - აცხადებს იდეის ერთ-ერთი ავტორი.
შეგახსენებთ, აგრარული უნივერსიტეტის სამმა სტუდენმა, შალვა მძინარაშვილმა, ნონა ნონიაშვილმა და თამარ შეითნიშვილმა “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში 100,000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს. მათი აზრით, საპარტნიორო ფონდის წილს ვადაზე ადრე გამოისყიდიან, ნაცვლად 10 წლისა, დაახლოებით 2 წელში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss