ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნიკო მჭედლიშვილი: ჩინეთში, ქართული ღვინის მომავალი e- პლატფორმების განვითარებაშია
ნინო ტაბატაძე
23 იანვარი, 2018, 17:52
ნიკო მჭედლიშვილი: ჩინეთში, ქართული ღვინის მომავალი e- პლატფორმების განვითარებაშია

თბილისი (GBC) –  Reuters-ის ექს-რეპორტიორი, ნიკო მჭედლიშვილი, რომლის კარიერა ქართულთან ერთად, რამდენიმე მულტინაციონალურ კომპანიას აერთიანებს, ცოტა ხნის წინ, ჩინეთში  ქართული ღვინის პოპულარიზაცია/გაყიდვებში იყო ჩართული და მსოფლიოს უდიდესი ბაზრის სპეციფიკასაც „შიგნიდან“ გაეცნო.

ექსპერტი GBC -სთან ამბობს, რომ პერსპექტივა დიდია და შანსის სწორად გამოყენება საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს.

ჩინეთი, სულ სხვა პლანეტა

ნიკო მჭედლიშვილი: ჩინეთში 5 თვე გავატარე, გასული წლის აგვისტოდან ახალ წლამდე პერიოდი, ძალიან საინტერესო ქვეყანა, თუმცა ეს არის სულ სხვა პლანეტა, მით უმეტეს თუ ჩინური არ იცი. აბსოლუტურად სხვა ფსიქოლოგიის ადამიანები ცხოვრობენ. ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან, დასავლური კულტურისგან. დასავლური ცივილიზაცია სხვაა და ჩინური სხვა. მაგალითად მაღაზიაში ვერ იყიდი საჭმელს, ვერ დაფარავ კომუნალურ გადასახადებს, თუ არ გაქვს გააქტიურებული ჩინური სისტემა WeChat Pay ან Alipay, ამის  გარეშე ყოფითი პრობლემების მოგვარება წარმოუდგენელია. სისტემის გასააქტიურებლად პირველი ნაბიჯი ჩინური მობილური ოპერატორის ნომერის აღებაა, შემდეგი ნაბიჯი ბანკში წასვლა და ანგარიშის გახსნა, რომელიც მობილურ აპლიკაციას არის მიბმული. ეს ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, მაგრამ ხშირად იქ ჩასულებმა ეს არ იციან და ვითარებას ისიც  ართულებს, რომ ცოტა თუ ლაპარაკობს ინგლისურად.  როდესაც მოხდება  დარეგისტრირდება რომელიმე ადგილობრივ საგადამხდელო სისტემაში უკვე ფული, ქეში არაფერში გჭირდება. ნებისმიერ ტრანზაქციას აკეთებ მობილური ტელეფონით,  სილამაზის სალონიდან დაწყებული ტაქსით დამთავრებული. პეკინში არც კრიმინალური გარემო იგრძნობა.  თვითონ ქვეყანა არის ძალიან საინტერესო, მდიდარი ისტორიით და კულტურით, ასევე განსაკუთრებული და მრავალფეროვანი სამზარეულოთი.

ჩინელებმა ღვინის სმა დაიწყეს

ბოლო 5 წელიწადში ღვინის მოხმარება ჩინეთში მზარდია. ჩინელებმა დაიწყეს ღვინის სმა და იზრდება არა მხოლოდ ქართული ღვინის, არამედ ფრანგული, ავსტრალიური თუ ჩილეს ღვინოების გაყიდვებიც.  მარკეტინგული კვლევებით, ჩინეთში იმპორტირებული ღვინის ბაზარი დაახლოებით,  2.5 მილიარდი დოლარია და აქედან 47% ფრანგულ ღვინოს უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეორე გაყიდული ღვინო, ფაქტობრივად, ფრანგულია.  მეორე ადგილზეა ავსტრალია, შემდეგ მოდის ესპანეთი, იტალია და ა.შ... საქართველოს ჯერ 1% უჭირავს და რეიტინგშიც ქვემოთაა, თუმცა დადებითია ის, რომ საქართველოდან ღვინის ჩინეთში რეალიზაცია იზრდება. მაგალითად, 2017 წელს (7.5 მლნ) ზრდა 40% იყო. დინამიკა კარგია და კარგია ის, რომ უკვე იცნობენ ქართულ ღვინოს. აქ ჩვენ ვეჯიბრებით ისეთ დიდ და ღვინის ექსპორტში გამოცდილ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, თუ ჩილე.

ჩვენ დაგვეხმარა ისიც, რომ შემოდგომაზე, როდესაც შანხაიში ღვინის გამოფენა მიმდინარეობდა, 20-მდე ძალიან ცნობილმა და გავლენიანმა გამოცემამ (The Washington Post , National Geographic, The New York Time) გამოაქვეყნა სტატიები, რომლებიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს მეცნიერულ დადასტურებას ეძღვნებოდა. ამ  სამეცნიერო დასკვნის შემდეგ,  კითხვები აღარ ისმის და დისკუსიაც აღარ არის იმაზე, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ეს კიდევ უფრო დაეხმარება ქართული ღვინის წინ წაწევას ჩინეთის ბაზარზე. საკმაოდ პოზიტიურია პერსპექტივა, კარგი ხარისხია და არის

ჩინელებს წითელი ღვინო იზიდავთ

ექსპერტების  და ღვინის იმპორტიორებისთვის ამ ინდუსტრიაში მთავარია Ex Cellar (ქარხნის) ფასი. ამ ფასს და უკვე შიდა, საბაზრო ფასს შორის დიდი სხვაობაა. დღეს ჩვენი ღვინოების ქარხნული ფასი 2-6 დოლარია, ამას ემატება ტრანსპორტირება, საბაჟო გადასახადი, დისტრიბუციის ხარჯი და შედეგად, ჩინეთში თაროზე ქართული ღვინო 8-დან 50 დოლარამდე ღირს.  კონკურენცია იწყება ადგილზე და სწორედ ეს არის მსოფლიო ფასების მთავარი ინდიკატორი.  

რაც შეეხება გემოს - ჩინეთი ძალიან დიდია, თითო პროვინციაში 40-50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თითო საფრანგეთი ან იტალია რომ წარმოვიდგინოთ. ყველა პროვინციას თავის გემოვნება აქვს, ისევე როგორც მაგალითად განსხვავდება დიალექტი.  სამხრეთში უყვართ ნახევრადტკბილი ღვინოები, ჩრდილოეთში ნახევრადმშრალი, მაგალითად, საფერავი, ქვევრის საფერავი, ან მუკუზანი,  მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, არ უყვართ მძიმე, ძალიან ტანინიანი,  მძაფრი გემოები, უფრო ევროპული ღვინოები მოსწონთ და აღსანიშნავია ისიც, რომ 80-90 % წითელ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას.  

ეს უკვე კარგად იციან მათაც, ვინც ამ ბაზარზე მუშაობს, იმიტომ რომ თუ  ბაზრის კანონები  არ გაითვალისწინე  პროდუქციას ვერ გაყიდი.

სამთავრობო ხელშეწყობა

მთავრობა ამ კუთხით ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მაგალითად  ჩემთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ  ღვინის სააგენტოს პრომოუშენში ჩართული ჰყავს ცნობილი ღვინის ექსპერტები, მათ შორის ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი, რომელმაც შანხაიში 2 საათიანი ლექცია წაიკითხა დარბაზში, რომელიც გადაჭედილი იყო. ამ ლექციაზე ქართული ღვინის ისტორიიდან დღევანელი ტრენდით დამთავრებული სრული მიმოხილვა იყო. ჩვენი ღვინის ამ რანგის სპეციალისტების შეფასება, შეიძლება ითქვას არის ხარისხზე დასმული „ბეჭედი“. 

ღვინის სააგენტოში  პრომოუშენს  კარგად უძღვებიან.  გამოფენებზე ქართულ სტენდზე ერთად არის წარმოდგენილი ქართული კომპანიები, რაც ეფექტურია, მაგალითად, მოდის მყიდველი, ცნობისმოყვარე ადამიანი და მას სხვაგან წასვლა აღარ სჭირდება, შეუძლია ერთ ადგილზე გაიგოს ყველაფერი ამ ქვეყნის და მისი პროდუქციის შესახებ. ღვინის ჩატანა კი, არ არის რთული. ჩინეთის ხელისუფლება კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ლოგისტიკის თვალსაზრისითაც პრობლემებს ვერ ვხედავ.

ქართული ღვინის მომავალი e- პლატფორმების განვითარებაშია  

ჩინეთში ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვა ძალიან განვითარებულია და ასევე ძალიან  განვითარებულია საფოსტო მომსახურება. მარკეტინგული გამოკვლევებით ღვინო არის ყველაზე გაყიდვადი ალკოჰოლური სასმელი ჩინეთში და ძირითადად,  25-40 წლამდე თაობაა  მომხმარებელი, რომელიც შეკვეთებს სწორედ, ინტერნეტით აკეთებენ.  ვფიქრობ, ღვინის რეალიზაციას ინტერნეტით დიდი პერსპექტივა აქვს. მთავარია შეიქმნას შესაბამისი პლატფორმა, ინტერნეტ-აპლიკაცია. ინტერნეტში არის უსაზღვრო შესაძლებლობა და საუბარი შეიძლება  მილიარდიან ბრუნვაზე. ეს მიმართულება ძალიან პერსპექტიულია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები