| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული, - განუცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯასტინ დალალმა საქართველოს პრემიერს შეხვედრაზე.
კომპანია საქართველოდან მომსახურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებს.
შეხვედრისას გადაწყდა, რომ Wipro საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.
პრემიერმა აღინიშნა, რომ არაერთი ფაქტორის, მათ შორის ბიზნესისადმი მეგობრული გარემოსა და ხელსაყრელი მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის უდიდესი პოტენციალი.
ყოვლისმომცველი სერვისებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანია Wipro 6 კონტინენტზე ოპერირებს. დასაქმებული ჰყავს 170 ათასამდე თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ გასულ წელს 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss