| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დაგროვებითი საპენსიო სისტემის ვალდებულების დარღვევის გამო დამსაქმებელი დაჯარიმდება.
საჯარიმო სანქციას, რომელიც პირველ ჯერზე 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს.
ჯარიმა დამსაქმებელს იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდა არ მოხდება.
შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება, საპენსიო დანაზოგი კი, 2% +2% +2% კონტრიბუციით შეივსება, დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს შეუძლია მიიღოს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივი მთლიანი თანხის ერთჯერადი ან პროგრამული გადახდის ფორმით ამ კანონის შესაბამისად. გარდა ამისა მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს მის საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების გადატანა მის მიერ არჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფუძნებულ დამატებით კერძო საპენსიო სქემაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების დაწყებიდან არაუმეტეს ხუთ (5) წელში, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საპენსიო აქტივების მთლიანი მოცულობა ერთჯერადი გადახდით.
საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდგომ სრულ წელზე საბიუჯეტო ხარჯი შეადგენს 150 მლნ ლარამდე. საბიუჯეტო ხარჯი 2018 წელს წარმოადგენს დაახლოებით 90 მლნ ლარს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss