| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.
გავლენიანმა ორგანიზაციამ 2018 -2019 წელბში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზები 0,2 პ.პ. გაზარდა და 3.9%-იან ნიშნულზე გასვლას ვარაუდობს.
სსფ-ს ექსპერტებმა პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად გლობალური ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ამერიკის საგადასახადო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილებები დაასახელეს. ამასთან, სსფ მიუთითებს, რომ 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.7% გაიზარდა 0.1% პროცენტული პუნქტით მეტად ნავარაუდევთან შედარებით, რასაც ფართო ბაზა ჰქონდა, მოხდა ეკონომიკის მოულოდნელი აჩქარება ევროპასა და აზიაში.
უფრო კონკრეტულ პროგნოზებს, რომ ჩავხედოთ, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკები 2018 წელს 2.3%, 2019 წელს კი, 2.2% გაიზრდება. აშშ-ში ზრდა 2.7%-მდე დაჩქარდება, ევროზონაში 2.2% მიაღწევს.
განვითარებად ქვეყნებში ზრდა 4.9 და 5.0%-ზეა ნავარაუდევი. პროგნოზები უცვლელია. 2018 წელს ეკონომიკური ზრდა რუსეთში 1.7%, ჩინეთში 6.6%, ინდოეთში 7.4% იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss