ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: ვადასტურებ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული
22 იანვარი, 2018, 17:43
ირაკლი კოვზანაძე: ვადასტურებ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული

თბილისი (GBC) - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით არის შესრულებული.

კოვზანაძის თქმით,  შემოსულობები დაგეგმილი იყო  11 მილიარდ 487 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც   შესრულებულია 131 მილიონ 500 ათასი ლარის გადაჭარბებით, ანუ  101, 1%-ით და შეადგენს 11 მილიარდ 619 მილიონი ლარს.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ გადასახადებიდან  მობილიზებულია გეგმაზე 11 მილიონ 300 ათასი ლარით მეტი.

გარდა ამისა, სრულად არის შესრულებული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები და  მთლიანობაში   გადახდილია 11 მილიარდ 753 მილიონ ლარზე მეტი.

 „საქართველოს პარლამენტში შემოსული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული“ - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები