ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვიდან ამოიღეს 
22 იანვარი, 2018, 15:03
უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვიდან ამოიღეს 

თბილისი (GBC) - უკრაინის ბაზრიდან  იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვიდან ამოიღეს. 

ქართული ღვინის  უკანონო იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ  გამოყენებისთვის კი, კომპანია "კამიანკა გლობალ ვაინსი“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE)  7.01 მლნ გრივნით დაჯარიმდა. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ კანონდარღვევის ფაქტი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოვლინდა, რის გამოც,  ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა დაიწყო. 

კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს. 

კომპანიას გარდა ჯარიმისა, აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება.

"აღნიშნულით, უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს", - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები