ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იყო თუ არა საწვავის ბაზარზე კარტელური გარიგებები განმეორებითი კვლევა დაიწყო
22 იანვარი, 2018, 11:35
იყო თუ არა საწვავის ბაზარზე კარტელური გარიგებები განმეორებითი კვლევა დაიწყო

თბილისი (GBC) - იყო თუ არა საწვავის ბაზარზე კარტელური გარიგებები და ხელოვნური ბარიერები კონკურენციის სააგენტომ განმეორებით უნდა გამოიკვლიოს.

რამდენიმეწლიანი დავის დროს,  კონკურენციის სააგენტომ სასამართლო კომპანიებისთვის დაწესებული სოლიდური ჯარიმების მიზანშეწონილობაზე  ვერ დაარწმუნა და საქმე მარეგულირებელს უკან დაუბრუნდა, ბაზრის თავიდან შესასწავლად.

„სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობსის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო”, - აცხადებს დღეს მარეგულირებელი.

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, 2015 წლის ივლისში, ჯამში,  55 მლნ ლარით დააჯარიმა .„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" - 14 381  385      ლარით, „სან პეტროლიუმ ჯორჯია" (გალფი) -11 267 384 ლარით, „რომპეტროლ საქართველო" - 10 845 806 ლარით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" - 10 426 393 ლარით, „ლუკოილ-ჯორჯია" - 4 740 260 ლარით,  „L ოილი" - 1 209 890 ლარით,  „ი თი აი"  - 1 172 766 ლარით,  „ბინული 1" - 654 445 ლარით.

1100 -გვერდიანი დოკუმენტში მარეგულირებელი მიუთითებდა, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის კანონი, ხდებოდა იმპორტისთვის ხელოვნური ბარიერების დაწესება, იზღუდებოდა წარმოება და წესდებოდა შეთანხმებული ფასი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები