ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში, ძველ იპოდრომთან ესტაკადა აშენდება
22 იანვარი, 2018, 10:53
თბილისში, ძველ იპოდრომთან ესტაკადა აშენდება

თბილისი (GBC) - თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება. 

თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს. 

პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ
მიმავალი სატრანსპორტო ნაკადები.

გარდა ამისა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისაკენ მომავალ სატრანსპორტო ნაკადებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ მობრუნების მანევრი და ხიდის ქვეშ გავლით დაუერთდნონ იყალთოს გვირაბისაკენ მიმავალ ზოლს.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩრდილო კიდეზე გამავალი   ტრასის სიგრძე
ესტაკადის ჩათვლით 245 მ-ია. აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და
ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.

ახალი ნაგებობის ასაშენებლად 2.9 მლნ ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა კი, 8 თებერვალს იწურება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები