| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაზაფხულიდან საქართველოში განბაჟების დროებითი სისტემა, „ATA წიგნაკი“ ამოქმედდება.
სერვისს სავაჭრო- სამრეწეველო პალატა ნერგავს. მისი ამოქმედებისთვის კი, ბოლო პროცედურები მიმდინარეობს, მათ შორის საბანკო გარანტიების გაცემაზე ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები.
“ATA წიგნაკი“ საქართველოდან გარკვეული სპეციფიკაციის საქონლის დროებითი გატანის შემთხვევაში მათ საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლებს, მაგალითად, საცეკვაო ანსამბლების კოსტიუმების, პროფესიულ აღჭურვილობას, ან გამოფენაზე წარდგენილ ექსპონანტებს. ასეთივე პირობა გავრცელდება პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან მსგავსი პროდუქციის დროებით იმპორტზეც.
წიგნაკის ასაღებად გარკვეული საფასურის გადახდაა საჭირო, 500 -დან 1500 ლარამდე. თანხის ოდენობა საექსპორტო საქონლის ღირებულებაზეა დამოკიდებული. დოკუმენტი 1 წლიანია და სისტემის მონაწილე 80 ქვეყანაში აქვს ძალა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss