ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
wie is demol -ის პროდიუსერი: წელს, ჰოლანდიიდან ტურისტთა ძალიან დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ
18 იანვარი, 2018, 15:39
wie is demol -ის პროდიუსერი: წელს, ჰოლანდიიდან ტურისტთა ძალიან დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ

თბილისი (GBC)  - ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე Avrotros-ზე რეალითი შოუს wie is demol -ის („ვინ არის თხუნელა“ (ჯაშუში) მე-18 სეზონი დაიწყო. 

წელს სეზონზე 10 ეპიზოდი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით საქართველოში გადაიღეს. რეალითი შოუს თიზერს 3,25 მილიონმა ადამიანმა უყურა და პროექტის წარმატების შესახებ უკვე წერენ ჰოლანდიური გამოცემები. 

თამაშის ერთ-ერთი ინტრიგა ისაა, რომ დასაწყისში არავინ იცის, რომელ ქვეყანაში მოხვდებიან, რეჟისორის და პროდიუსერების გარდა და  მხოლოდ აეროპორტში იგებენ ამის შესახებ.  მოთამაშეებს, საქათველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სახის დავალებებს აძლევენ - კულტურული, შემეცნებითი , სპორტული ხასიათის და ა.შ. ყველა დავალების შემდეგ ისინი გამოიმუშავებენ გარკვეულ თანხას. საერთო ჯამში დაგროვილი თანხა კი შოუს ფინალისტს რჩება.  გადაცემის ფინალისტი გამოვლნდება მარტში.

„18 წლის მანძილზე, ამ რეალითი შოუს სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაყურებელთა 50% მაინც მოგზაურობს გადასაღებ ქვეყნებში. მილიონობით ჰოლანდიელზეა საუბარი... ასე რომ წელს, ჰოლანდიიდან ტურისტთა ძალიან დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული ქვეყანაა, როდესაც შოუს ერთ-ერთი სეზონი ესპანეთში გადაიღეს, იმ წელს ჰოლანდიიდან ესპანეთში მოგზაურთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებს ჰოლანდიური რეალითი შოუს ქართველი პროდიუსერი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები