ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
  HUB Georgia ავიაციაში  საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაზე აცხადებს
18 იანვარი, 2018, 13:31
   HUB Georgia  ავიაციაში  საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაზე აცხადებს

 

თბილისი (GBC) - HUB Georgia სახელმწიფოს ავიაციაში  საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენებაში სდებს ბრალს.

ორგანიზაციამ საავიაციო პოლიტიკის კვლევის II ეტაპი წარადგინა და  სახელმწიფოს მხრიდან კერძო ავიაკომპანიების სუბსიდირებაზე აღნიშნა, რაც მათი შეფასებით, არღვევს თავისუფალი ეკონომიკის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს.

HUB Georgia-ს მტკიცებით "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ორჯერ დაარღვია საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნებს უფლებას ანიჭებს შიდა ფრენების განხორციელებაზე ლიცენზია უცხოურ ავიაკომპანიებზე არ გასცენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთ ფაქტი ორჯერ დაფიქსირდა. პირველად, 2016 წელს, როცა აეროპორტების გაერთიანების მიერ ორ თვიან ვადაში გამოცხადებული ტენდერის გამო, მასში მონაწილეობის მიღება ვერ მოასწრეს ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა, ტენდერი ჩავარდა. ამის შემდეგ კი ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულება ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ SKY BUS-თან გაფორმდა. ეს უკანასკნელი კი უსაფრთხოების კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის შავ სიაში იყო და ფრენები ევროპის მიმართულბით  ჰქონდა. მალევე ამ ავიაკომაპანიას, სწორედ უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევის გამო ფრენის უფლება შეუჩერდა და ხელშეკრულებაც შეუწყდა.

ერთი წლის თავზე, 2017 წელს, HUB Georgia-ს ინფორმაციით, ისტორია კვლავ განმეორდა, როცა შიდა ფრენებზე 10 მილიონიანი სუბსიდირების პროგრამის ასათვისებლად ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერში გამარჯვებულ ავიაკომპანიას ფრენების შესრულება 2017 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო და თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ბათუმი-მესტიის მიმართულებებზე სამი წლის განმავლობაში ეფრინა. ამჯერად ტენდერში ქართულმა ავიაკომპანიამ ,,სერვის ეარმა“ გაიმარჯვა, თუმცა მას შესაბამისი საფრენი ხომალდები არ გააჩნდა. ,,სერვის ეარმა“ ლატვიური ავიაკომპანიის „RAF AVIA”-ს კუთვნილი თვითმფრინავით დაიწყო ოპერირება, თუმცა, მოგვიანებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებულ ქართულ ავიაკომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ფრენის უფლება პირდაპირ ლატვიურ ავიაკომპანიას გადასცა. შედეგად დღეს სახელმწიფო სუბსიდიით, ქვეყნის შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით უცხოური ავიაკომპანია “RAF AVIA” ასრულებს, კონვენცია კი უკვე მეორედ დაირღვა, კერძოდ ავიაციის შესახებ „ჩიკაგოს“ კონვენციის მე-7 მუხლი „კაბოტაჟი“.

„მსგავსი რამ არ ხდება არც ერთ განვითარებულ თუ განვითარებად სახელმწიფოში, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები თითქმის ჩამოშლილია, არ არსებობს ავიაციის სექტორი, მაგალითად როგორიცაა სომალი, ეთიოპია, ლიბია, იემენი და სხვა”, - აცხადებენ კომპანიაში.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia” მიმართავს საქართველოს მთავრობას, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოხდეს საქართველოს ტრანსპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავიაციის პოლიტიკის გადახედვა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები