ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა
18 იანვარი, 2018, 12:25
კომპანია RMG რუსთაველის თეატრის სპონსორი გახდა

თბილისი (GBC) - კომპანია RMG კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განაგრძობს კულტურული პროექტების მხარდაჭერას და ამჯერად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორი ხდება.

2018 წლის განმავლობაში კომპანია რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლების პარტნიორი და წარმდგენი იქნება.

RMG-სა და რუსთაველის თეატრს შორის თანამშრომლობის 1-წლიან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.

აღსანიშნავია, რომ წელს თეატრი რობერტ სტურუას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, რეჟისორი ერლომ ახვლედიანის მოთხრობების კრებულის მიხედვით სპექტაკლ „ვანო და ნიკოს“ დადგამს, რომლის პრემიერაც მარტში გაიმართება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები