| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვაშლისჯვარი - გელოვანის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობისთვის 4.3 მილიონი გამოიყო.
მომზადებული პროექტით სამუშაოების შემსრულებელს თბილისის მერია ტენდერით შეარჩევს, სადაც წინადადებების წარდგენის ვადა 8 თებერვალს იწურება.
საუბარია მარშალ გელოვანის ქუჩისა და პ. სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობაზე, თუმცა იმის გამო, რომ ორმხრივად გზის გაყვანა ითხოვდა მთელი რიგი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციას, რამოდენიმე ასეული
წიწვოვანი ხის ლიკვიდაციას ან იძულებით გადარგვას, დაპროექტდა ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი.
ამ კვანძის მეშვეობით, ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, მცირე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სულ 60 ძირი ხიმოჭრით შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს,
ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss