ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსი - წარმატებული 2017 წელი და 2018 წლის გეგმები
18 იანვარი, 2018, 11:59
ელიტ ელექტრონიქსი - წარმატებული 2017 წელი და 2018 წლის გეგმები

თბილისი (GBC) - ელიტ ელექტრონიქსი 2017 წლის წარმატებით დასრულებაზე აცხადებს. 

კომპანიამ გასულ წელს, წლიური 18%-იანი ზრდა დააფიქსირა საცალო გაყიდვების მიმართულებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიებში: მობილურ ტელეფონებში 30%-ზე მეტი, ხოლო მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა.
ასევე მომგებიანობის კუთხით კომპანიამ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

„ელიტ ელექტრონიქსმა“ 2017 წელს 2 ახალი მაღაზია გახსნა ახალციხესა და ოზურგეთში, ასევე გაიხსნა ახალი კონცეფციის მაღაზია „Elit Home”-ის ბრენდის ქვეშ, სადაც პირველად საქართველოში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მაღაზიაშივე გამოსცადოს ნებისმიერი სასურველი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ტექნიკის გამოცდაში კი მაღალკვალიფიციური კონსულტანტები დაეხმარებიან, დეტალურად გააცნობენ პროდუქტის ტექნიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს. „Elit Home”-ის პირველი მაღაზია ბათუმში, „შავი ზღვის მოლში“ გაიხსნა.

„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უნიკალური კონცეფციის მაღაზიებს სთავაზობს, რაც საშუალებას აძლევს მეტად კომფორტულ გარემოში შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა „ელიტ ელექტრონიქსისთვის“ 2017 წელს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოში წამყვან გერმანულ ბრენდ „nobilia“-სთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება „nobilia“-ს ბრენდის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.
„ელიტ ელექტრონიქსი“ მრავალი წელია ლიდერის პოზიციას იკავებს საქართველოს ტექნიკის ბაზარზე და საცალო გაყიდვებით ბაზრის თითქმის ნახევარს აკონტროლებს. კომპანია 2017 წლის განმავლობაში მასშტაბური აქტივობებით და მრავალფეროვანი კამპანიებით გამოირჩეოდა.

„ელიტ ელექტონიქსს“ 2018 წელს საკმაოდ საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს საცალო გაყიდვების ზრდისა და კომპანიის განვითარების მიმართულებით. კომპანია წლის ბოლომდე მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს შესთავაზებს, ასევე გახსნის ორ ახალ მაღაზიას ხაშურსა და გორში.

"„ელიტ ელექტრონიქსის“ როგორც დარგის ლიდერი კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და დამკვიდრებას. უზრუნველყოს ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის შემოტანა ქართულ ბაზარზე და რაც მთავარია იყოს ეს ტექნიკა ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის. „ელიტ ელექტრონიქსის“ გუნდი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რაც კომპანიის ყოველწლიურ ზრდაში გამოიხატება. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი მისთვის სასურველი ტექნიკა და ამავდროულად შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ხელსაყრელი პირობები მათ შესაძენად“ - აცხადებენ კომპანიაში.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 21 წელია მოღვაწეობს და ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები