| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინების თემის ირგვლი ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.
ეს ფაქტი გახდა ერთ ერთი მოტივი აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი შეგვეტანა 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დეტალურად შეესწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.
2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოადგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე მედიაში გავრცელდა ამონარიდი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტიდან, რომ "იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss