ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფაროსანა მილიონებს ამარცხებს - მთავრობას აზიური მავნებლის სრულად განადგურების იმედი არ აქვს 
17 იანვარი, 2018, 17:58
ფაროსანა მილიონებს ამარცხებს - მთავრობას აზიური მავნებლის სრულად განადგურების იმედი არ აქვს 

თბილისი (GBC) –  მთავრობა აზიურ ფაროსანას ახალი ძალით შეუტევს. ამჯერად, 50 მილიონით და ახალი პროგრამით შეიარაღებული, თუმცა, გამარჯვების იმედი არც ახლა აქვს.

„რამდენი  მილიონიც არ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ მიმდინარე წელს, მომვალ წელს, აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა“, - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სხვა, უფრო ძლიერი ქვეყნების მაგალითი მოჰყავს.

როგორ გავაკონტროლოთ აზიური ფაროსანა, საკითხზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს.

2018 წლის პროგრამა სამ ძირითად ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპის მიხედვით, აზიური ფაროსანას გავრცელებაზე განხორციელდება საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა;

მეორე - საქართველოს მოსახლეობა, ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან;

მესამე ეტაპის მიხედვით, სახელმწიფო დაამუშავებს მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს, რომელთა დამუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ მწერის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს. 

გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო 2018 წლიდან ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის და სამუშაო არეალად განსაზღვრავს იმ საჯარო სივრცესაც, რომელმაც შესაძლოა მავნებლის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

„ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში სახელმწიფო სტრუქტურა მთლიანად მზად იქნება  აზიური ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

50 მლნ ლარით მოხდება შესაწამლი ტექნიკის შესყიდვა, წამლისა და საწვავის შეძენა, მომსახურე პერსონალის დაქირავება და ა.შ. გამოყოფილია თანხა მეცნიერებისთვის ამა თუ იმ მიმართულებით კვლევების ჩატარების მიზნით. ამასთანავე, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.

"თუ ჩვენ მართვა არ გვექნება სათანადოდ რეგიონალური, ადგილობრივი, სოფლის მუნიციპალიტეტის, დაბის  დონეზე, მერწმუნეთ, რომ რაც არ უნდა ძალისხმევა ჩადოთ ამაში, არ იქნება ის შედეგი რომელიც არის მისაღწევი“, - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელია.

მისი თქმით, პრობლემა არის სერიოზული,  ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, განსაკუთრებით  საჭირო ტექნიკის შეძენის კუთხით და ხელისუფლებამ აპრობირებული მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები