| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო და ჩინეთი ტურისტული ჯგუფების უვიზოდ მიმოსვლაზე ხელშეკრულებას გააფორმებენ, - სავიზო რეჟიმის გამარტივება ჩინეთში საქართველოს ელჩმა დავით აფციაურმა „მაესტროს ბიზნეს თაიმში” სტუმრობისას დააანონსა.
ელჩის თქმით, ხელშეკრულების გაფორმება წელს იგეგმება და ის ქვეყნების უფრო ახლოს გაცნობის და კულტურული კავშირების გამყარების შესაძლებლობას ქმნის.
ამჟამად, ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმია, ჩინეთიდან უვიზოდ შემოსვლა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს.
ლევან ჭითანავას გადაცემაში სტუმრობისას ჩინეთში საქართველოს ელჩმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ საქართველო ხდება არა მხოლოდ სანდო პარტნიორი, არამედ რეგიონალური რანგის მოთამაშე.
„ხელშეკრულებას აქვს კიდევ ერთი განზომილება. საქართველო პრაქტიკულად არის ერთადერთი ქვეყანა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ევროპაში, რომელსაც გააჩნია ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ჩინეთთან და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან (აღარ ვლაპარაკობთ თურქეთსა და სხვა მეზობლებზე) საქართველო შედის იმ სივრცეში, სადაც არის ყველაზე საინტერესო, ხელსაყრელი პირობები საქმიანობის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ხდება არამარტო სანდო პარტნიორი, არამედ საქართველოს რეგიონალური საერთაშორისო მნიშვნელობა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებში, უკვე რეალურად ამოქმედდა. ჩვენ მანამდე ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პარტნიორები რომ ეს ასეა, დღეს კი ეს პრაქტიკულად ამოქმედდა“, - განაცხადა აფციაურმა.
ელჩი ამბობს, რომ ჩინეთის ბაზარს კარგად შესწავლაა საჭირო, რადგანაც არის სპეციფიკური ქვეყანა და მოითხოვს საგანგებო ცოდნას.
ჩინურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss