ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გახარია: საპენსიო რეფორმა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის
17 იანვარი, 2018, 15:43
გახარია: საპენსიო რეფორმა არის აუცილებელი  ჩვენი ქვეყნისთვის

თბილისი (GBC) - ეკონომიკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადანაცვლებული გიორგი გახარია საპენსიო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე აცხადებს. 

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რეფორმა არის ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი, გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და მიიჩნევს, რომ რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასებაც უნდა არსებობდეს. 

"რეგულირების გავლენის შეფასება, როგორც ასეთი, უნდა არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება. კვლევა შეიძლება ჩატარდეს ეკონომიკის სამინისტროს დონეზე, ასევე უწყებათაშორისი ჯგუფების დონეზე, მაგრამ ასეთი კვლევები ყოველთვის ტარდებოდა. ვფიქრობ, გარკვეული კონსოლიდირებული კვლევა იქნება ჩასატარებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ამას გააკეთებენ“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან. 

ამ კვირაში სააგენტო BM.ge-მ დაწერა, ISET-მა საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) ჩაატარა, თუმცა ის არ  გასაჯაროვებულა და  ეკონომიკის სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის გაკეთდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები