| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბა კონსტრაქშენმა გლდანში, რაგბის კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც თბილისის მერის განცხადებით, დაახლოებით 1 თვეში დასრულდება.
"კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. მთლიანად მოიხსნება მინდვრის საფარი და ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, გასახდელები, საპირფარეშოები - ყველაფერი იქნება აღდგენილი და გამოსწორებული. მერია არანაირ თანხას არ იხდის ამ კონკრეტულ სამუშაოებში. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა გამოსასწორებელ ხარვეზს, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ამ სამუშაოებს თვითონვე ასრულებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა გახდა კომპლექსის ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზეზი.
შეგახსენებთ, სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6.9 მლნ ლარზე მეტით განისაზღვრა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss