| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოში უმუშევრობა მცირედით, მაგრამ მაინც მცირდება,- მოწმობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევა.
2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლოების 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 40% კი დასაქმებულად. წინა კვლევაში (2017 წლის ივნისი) 62% მიიჩნევდა თავს დაუსაქმებლად 38% კი, დასაქმებულად.
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი გრაფიკა ცხადყოფს, რომ 2010-2017 წლებში მათი რაოდენობა ვინც თავს დასაქმებულად თვლის 30%-დან 40%-მდე გაიზარდა.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების უმეტესობა კვლავ დაბალშემოსავლიანია.
კითხვაზე - გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ ჩამოთვლილთაგან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი შინამეურნეობა?
პასუხები ასეთია: საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი 1%
180 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა - 11%
181-300 ლარამდე შემოსავალი - 17%
301-500 ლარამდე შემოსავალი - 21% (ჯამში 500 ლარამდე 50%)
501-800 ლარამდე შემოსავალი - 15%
801-1200 ლარამდე შემოსავალი 10%
1201-1600 ლარამდე შემოსავალი 4%
1600 ლარზე მეტი - 3%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 17%
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss