ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
NDI:სოფლებში თავს დასაქმებულად უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, ვიდრე თბილისში
16 იანვარი, 2018, 11:36
NDI:სოფლებში თავს დასაქმებულად უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, ვიდრე თბილისში

თბილისი (GBC) - სოფლებში თავს დასაქმებულად უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, ვიდრე თბილისში - ასეთია NDI-ის ახალი კვლევის შედეგი. 

ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს მოსახლეობის 42%. უმცირესობათა დასახლებებში კი თავს დასაქმებულად მხოლოდ 27% მიიჩნევს.

თბილისის მონაცემებით, დასაქმებულად თავს მიიჩნევს 39%, დაუსაქმებლად კი 61%. რაც შეეხება სხვა დიდ ქალაქებს, აქ დაუსაქმებლად თავს მიიჩნევს 54%, ხოლო დანარჩენი- 46%- თავს დასაქმებულად მიიჩნევს.

2,298 გამოკითხულიდან 37% ამბობს, რომ არის უმუშევარი და ეძებს სამსახურს, 7% არის უმუშავარი, დაინტერესებულია სამსახურის ძებნით, თუმცა, ამჟამად არ ეძებს, 4% არის უმუშევარი და არ არის დაინტერესებული სამსახურის ძებნით. 7% სტუდენტია, 13% კი დიასახლისი. 25% არის პენსიონერი და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები