ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გურიელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის სპეციალურ პროდუქტს გამოუშვებს
16 იანვარი, 2018, 11:09
გურიელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის სპეციალურ პროდუქტს გამოუშვებს

თბილისი (GBC) -  ჩაი „გურიელის“ მწარმოებელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სპეციალურ პროდუქტს გამოუშვებს.

„გეოპლანტის“ დამფუძნებელი მიხეილ ჭკუასელი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით კომპანია საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს, როგორც ჩაის ქვეყანას,  სადაც ბიზნესი და კულტურა ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ.

ახალი პროდუქტი პირველი არ იქნება, რომელის დაგემოვნების შანსი აქვს გერმანელ მომხმარებელს. გასულ წელს „გეოპლანტმა“ გერმანიაში  ერთ-ერთი ბრენდის „ქართული ბახი“ წარმატებული გაშვება შეძლო და წლევანდელ წელსაც დიდი გეგმებით ხვდება.

„ჩვენთვის ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებაა, მუდმივი კონტაქტი და მათი შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებაა. ეს არ არის ე.წ. პიარი ან მარკეტინგული სვლა, ეს ჩვენთვის ჩვენი ბიზნეს პროცესის შემადგენელი ნაწილია. ციფრებში გამოხატული ფოკუსი კი  ორ ნიშნა ზრდის მიღწევაა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ის ექსპორტზე“, - ამბობს მიხეილ ჭკუასელი და  2018 წელს ორი ახალი საკოლექციო ხაზის გამოშვებას აანონსებს.

2018 წლის გეგმაშია საახლაწლოდ გამოშვებული ახალი პროდუქტის „პრინცი გურიელის საშობაო ჩაი“, ჩაის ექსპორტზე გატანაც.

„შევქმენით სპეციალური შეფუთვები სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, როგორც ჩვენს კლასიკური და ხილის ჩაის ხაზში, ისე პრემიალური სეგმენტისათვის. საფუძვლიანად მოვემზადეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი პროექტისათვის, რომელსაც შევთავაზბთ ჩვენს მოხმარებელს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე“, - ამბობს ბიზნესმენი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები